Muse TECHNOLOGIES
  • Home
  • About
  • Activities
  • Publications
  • Contact

#WGinFPD-ის შესახებ

შეიქმნა 2018 წელს

Women and Girls in Foreign Policy and Diplomacy (#WGinFPD / ქალები და გოგოები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში), როგორც პროგრამული ხედვა და სტრატეგია, პროექტის “აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის მოდელირება გოგოებისთვის” (U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls) ერთ-ერთი ნაწილია. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების / ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში. ამ ვებგვერდზე წარმოდგენილი მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს თვალსაზრისს.

​

#WGinFPD-ის მიზანი

#WGinFPD-ის ძირითადი მიზანია გოგოების გაძლიერება საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროში. 
#WGinFPD მიზნად ისახავს დაეხმაროს გოგოებს ლიდერობისთვის, მოლაპარაკებების წარმართვისთვის, გადაწყვეტილებების მიღებისთვის, პოლიტიკის შემუშავებისთვის, მშვიდობის შენებისთვის, პრობლემის გადაჭრისთვის, კონფლიქტის მოგვარებისთვისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შეძენაში. 

WGinFPD-ის გუნდი

Picture

მარიამ ხატიაშვილი
დამფუძნებელი და პროექტის დირექტორი

მარიამ ხატიაშვილი არის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ). მას აქვს თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2012 წლიდან მარიამი თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარეა. მარიამ ხატიაშვილი არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკვლევართა გაცვლითი პროგრამის მონაწილე (2017) ბარდ კოლეჯში, ანანდელ ჰუდსონში, ნიუ იორკი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საგარეო პოლიტიკას, რბილ ძალას, სახალხო დიპლომატიას, კულტურულ დიპლომატიას, სამოქალაქო დიპლომატიას, ეროვნულ უსაფრთხოებას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ქალთა ლიდერობის საკითხებს საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში.
მარიამი თსუ-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორია. ის ასწავლის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების საგნებს, მათ შორის, აშშ და ახალი მსოფლიო წესრიგი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია. 
აკადემიურ მოღვაწეობასთან ერთად, მარიამ ხატიაშვილს აქვს გამოცდილება საგარეო პოლიტიკის პრაქტიკულ და სამოქალაქო ჩართულობის სფეროებში. ის იყო საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებისა (2013-2014) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-კანადის განყოფილების (2016-2017) სტაჟიორი. ის არის საქართველოს დიპლომატიური რეზერვის წევრი და აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) საბჭოს წევრი. 2013 წლიდან მარიამი თბილისის ამერიკული კუთხის მოხალისე სპიკერია.
მარიამ ხატიაშვილს 5 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენციებისა და აკადემიური ღონისძიების ორგანიზებაში. ის მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში, კონფერენციაში, კვლევით და საგრანტო პროექტში, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.
Picture

ელენე მეძმარიაშვილი
პროექტის წევრი

ელენე მეძმარიაშვილი პროფესიით  ისტორიკოსია. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ფულბრაიტის მიწვეული მკვლევარი რატგერსის (აშშ) უნივერსიტეტში (2005-2006).
აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის თითქმის 45 წლიანი გამოცდილება. არის 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მათ შორის, წიგნების, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო სტატიების მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიის, ისტორიის სწავლების დიდაქტიკის, ქალთა საკითხების, შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის, ამერიკისმცოდნეობის აქტუალური პრობლემების შესახებ. არის არაერთი მონოგრაფიის, სასწავლო რესურსის რედაქტორი, სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი. 
ელენეს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მატრასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომელთა მიზანი იყო დემოკრატიული, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობა საქართველოში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კონფერენციის, კონგრესის, სემინარის, მრგვალი მაგიდის მუშაობაში. არის ისტორიის სწავლების საკითხების საერთაშორისო ექსპერტი.
გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა, მეძმარიაშვილი წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, კერძოდ, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის (2002-დან),  ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის (1998-დან), საქართველოში ქალთა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციის - „ქალი ცვალებად სამყაროში“ (1990-იან წლებში) თანადამფუძნებელი და მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არის აგრეთვე რამდენიმე ამერიკული და ევროპული პროფესიული ორგანიზაციის წევრი.

WGinFPD-ის სპიკერები

Picture
დინა რეფკი
აღმასრულებელი დირექტორი, ცენტრი ქალები მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში

დინა რეფკი არის საზოგადოებრივ საქმეთა და პოლიტიკის როკფელერის კოლეჯში, ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტში, ცენტრის ქალები მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში აღმასრულებელი დირექტორი. ეს ცენტრი დაფუძნდა 1978 წელს და არის ქალთა საკითხებზე ფოკუსირებული პირველი საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცენტრი ქალები მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში არის ქალთა კვლევის ეროვნული საბჭოს ორგანიზაციის წევრი.

დამატებითი ინფორმაცია ცენტრის შესახებ იხილეთ ამ ცენტრის ოფიციალურ საიტზე.

Picture

ფატო ჯანე
გამბიის უნივერსიტეტი, გამბია

ფათოუ ჯანე გამბიის უნივერსიტეტის (გამბია) პოლიტიკის მეცნიერების ლექტორია. მას აქვს ალ-ჰიკმაჰის უნივერსიტეტის (ნიგერია) ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი და ილორინიგ უნივერსიტეტის (ნიგერია) ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. ფატო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკვლევართა 2018 წლის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. მისი კვლევითი და აკადემიური ინტერესები მოიცავს პოლიტიკის ისტორიას, გენდერის კვლევას, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესწავლას, დიდი ძალის თეორიებსა და საგარეო პოლიტიკას.
Picture

ჯეიმი მონოგანი
ჯორჯიის უნივერსიტეტი (აშშ)

ჯეიმი მონოგანი ჯორჯიის უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. პროფესორ მონოგანს მინიჭებული აქვს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (ჩეფელ ჰილი, აშშ) პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი კვლევისა და სწავლების სფერო მოიცავს პოლიტიკის მეთოდოლოგიას, შტატების პოლიტიკასა და ამერიკული პოლიტიკის მოქმედებას. პროფესორი მონოგანი პოლიტიკური მეთოდოლოგიის, შტატების პოლიტიკის, ამერიკული პოლიტიკის მოქმედების, საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის სფეროს სპეციალისტია. 

​გთხოვთ, დამატებითი ინფორმაცია მისი აკადემიური მოღვაწეობისა და გამოცდილების შესახებ იხილოთ ჯორჯიის უნივერსიტეტის (აშშ) ოფიციალურ ვებსაიტზე.
Picture

გულბაჰორ რასულოვა
სამართლის, ბიზნესისა და პოლიტიკის ტაჯიკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხუჯანდი, ტაჯიკეთი

გულბაჰორ რასულოვა სამართლის, ბიზნესისა და პოლიტიკის ტაჯიკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტია. მას აქვს ენათმეცნიერების დოქტორისა და სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხები. გულბაჰორი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკვლევართა 2018 წლის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. მისი კვლევითი და აკადემიური ინტერესები მოიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან და აშშ-ის დიპლომატიას.
Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • Home
  • About
  • Activities
  • Publications
  • Contact